გიორგი მერჩულეს ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“
- რას ნიშნავს მერჩულე?
- ვისი სიტყვებია: „ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს წმინდაი, ხოლო დუმილი ოქროი რჩეული“?
- საიდან გაიგო მერჩულემ გრიგოლის შესახებ?
- რას ნიშნავს „უდაბნოთა ქალაქმყოფელი“?
- რას ნიშნავს „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“?
- ვინ იყო გრიგოლის აღმზრდელი?
- რა ნათესაური კავშირი ჰქონდა გრიგოლს ნერსესთან?
- გარდა ქრისტიანული წიგნებისა რა ისწავლა გრიგოლმა?
- განმარტეთ ,,ჯერკუალი განაგდის“?
- რას ნიშნავს ,,ჰბარობნ“?
- რა შეისწავლა ახალგაზრდა გრიგოლმა?
- ასაკის მატებასთან ერთად რა იზრდებოდა გრიგოლში?
- რა არის ,,მზვაობარ“?
- როგორ საკვაბს ღებულობდა გრიგოლი?
- „გუამითა მრთელ“-რა არის გუამი?
- ,,ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა“... რისი სიმბოლოა მთა?
- ვის ეკუთვნის ეს სიტყვები: „ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა...“?
- რატომ შეშინდა გრიგოლი როცა ხუცესად კურთხევა შესთავაზეს?
- რას ნიშნავს ,,პატიჟისგან მეშინის“?
- ვის მსგავსად ტოვებს გრიგოლი სამშობლოს?
- რა იყო განსხვავება გრიგოლის წამოსვლასთან დაკავშირებით N-თან შედარებით?
- რა იგულისხმება ზეთი განუპარველი?
- ვისთან ერთად დატოვა ქვეყანა გრიგოლმა?
- როგორ მიდიოდნენ ოთხივენი?
- ვინ მიუძღვოდა გრიგოლს მის ძმებს?
- სად გაჩერდნენ გრიგოლი და მისი ძმები?
- რამდენი წელი დარჩნენ იქ?
- რას ნიშნავს ფიცხელი?
- რომელ ტაძარშია გამოსახული აშოტ კურაპალატის პორტრეტი?
- ვინ არის ამ სიტყვებით დახასიათებული: „კაცი მართალი და წმიდაი“?
- ვინ და ვინ ნახა ხილვა ერთდროულად?
- რას ნიშნავს „უმრწემეს ხარ“?
- განმარტეთ ,,კულა უხუცეს ხარ“?
- რას ნიშნავს მანქანება?
- რა არის დედაზრდილი?
- რა პირობა ჰქონდა მიცემული ხუედიოსს უფლისთვის?
- გაიხსენეთ რა სთხოვა გრიგოლს ხუედიოსმა?
- ვინ გაუთქვა სახელი ოპიზას?
- რომელი ტაძარი ააშენეს გრიგოლმა და მისმა ძმებმა პირველად?
- ვინ გაუწია პირველად გრიგოლსა და მის ძმებს დახმარება?
- რას ნიშნავს მსოფლიო ერისკაცნი?
- რას ნიშნავს ძელის ეკლესია?
- რას ნიშნავს საოსტიგნე?
- განმარტეთ „მარტვილნი ერთსა, ხოლო შინა ჟამსა იწამნეს, ხოლო ესე ყოველსა ჟამსა იწამებოდეს“?
- რას ნიშნავს არავის უდებთაგანსა შეიწყნარებდა?
- რას ნიშნავს უზაკველი?
- ვის ემსგავსებოდნენ გრიგოლის მოწაფეები?
- ვის ემსგავსებოდა გრიგოლი?
- საერო პირებიდან პირველი დახმარება ვინ გაუწია გრიგოლს?
- ვისი აზნაური იყო გრიგოლის დამხმარე?
- დააკონკრეტეთ რა დახმარება გაუწია?
- ვინ იყო ქართველთაგან პირველი კურაპალატი?
- გაბრიელი ცნობილი იყო სისრულითა და სიმდიდრით.რა იგულისხმება სიმდიდრეში?
- რას ნიშნავს მოქადულისა ციტატაში „გიორგი ჯვარითა მოქადულითა“?
- ვისი სახელობის იყო დედათა მონასტერი?
- ვინ ააშენა დედათა მონასტერი გუნათლეს ვანში?
- ვისი დახმარებით აშენდა დედათა მონასტერი?
- ვინ დაიწყო მოღვაწეობა დედათა მონასტერში?
- დააკონკრეტეთ საიდან იყო დედაო?
- რას ნიშნავს ეპისტოლე?
- როგორ გესმით სიტყვები: ,,კაცი ერთი კეთილი წინაშემდგომთაგანი“
- ვის გააყოლა გრიგოლისთვის ეპისტოლე აშოტმა?
- პალატი ანუ?
- ნაწარმოების მიხედვით ვის შთამომავალია აშოტი?
- ვინ უყვება აშოტს ხანძთის ბუნების შესახებ?
- დაასახელეთ აშოტის შვილები?
- რა შესწირეს აშოტის შვილებმა გრიგოლსა და მის ძმებს?
- რა უბოძა აშოტმა გრიგოლს?
- ხანძთაში დამკვიდრების დასაწყისში ვინ შემოემატა გრიგოლს ქართლიდან?
- ვინ შემოემატა გრიგოლს სამცხიდან?
- სად გაიტაცა უკეთურმა კაცმა ზენონის და?
- რატომ იყო უკეთური კაცის მოკვლა სირცხვილი?
- რას ემსგავსება მონაგებთა დატევება?
- ვის ჩააბარა ზენონი ფებრონიამ?
- რატომ არ დაბრუნდა ზენონი საკუთარ სახლში?
- რატომ არ მოკლა უკეთური კაცი ზენონმა?
- როგორ არის კონსტანტინეპოლი ნაწარმოებში მოხსენიებული?
- კონსტანტინეპოლისაკენ მიმავალი გრიგოლი ვის დაემგზავრა?
- სად მოღვაწეობდა პერსონაჟი, რომელიც გრიგოლს დაემგზავრა?
- ვისთან ერთად წავიდა კონსტანტინეპოლს გრიგოლი?
- რომელ წელს მოკლეს აშოტი?
- ვინ არის მოხსენიებული ასე: „სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტიანეთაო“?
- რას ნიშნავს დაქურივებული?
- რა არის სარწყული?
- ვინ აღივსო საღვთო შურით?
- ვინ დაიმოწაფეს საღვთო შურით აღვსილებმა?სად?ვისი ძე იყო?
- რა ასაკისა იყო დამოწაფებული?
- ვინ იყო აფხაზთა მეფე?
- რამდენ პიროვნებასთან ერთად ეძებს გრიგოლი ძმებს?
- ვინ დაიმოწაფა აფხაზეთისკენ მიმავალმა გრიგოლმა?
- რომელი ტაძარი აშენდა გრიგოლის მეთაურობით აფხაზეთში?
- ვინ დააყენეს აფხაზეთში ასაშენებელი ტაძრის მამასახლისად?
- განმარტეთ როჭიკი
- განმარტეთ მტილი
- ვის ემორჩილებიან „სარწმუნონი და ჭეშმარიტი მონაზონნი“?
- ვინ გახდა აშოტის შემდეგ კურაპალატი?
- ვინ გაიღო შატბერდში ტაძრის ასაშენებელი სახსრები?
- ვინ უამბო ბაგრატს საბას შესახებ?
- როდის ეახლა ბაგრატს საბა?
- რომელი მხატვრული ხერხია: „შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტე ყოველთა დაბადებულთა.შენ ქუეყანისა ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე-ზეცისა და ქუეყანისა და ქუესკნელთა...“
- რას ნიშნავს უჟამოი?
- საიდან არის ციტატა : „ვერვის ხელეწიფების მონებაი ორთა უფალთაი“?
- საბას თქმით ვის უნდა ვუსმინოთ და დავემორჩილოთ?
- ვისთან ერთად მიდის ბაგრატი იშხნის მოსანახულებლად?
- ჩამოვთვალოთ ტაძრები, რომლებიც ერთად მოინახულეს საერო და საულიერო პირებმა
- ვინ არის მორწმუნე მეფეთა სიმტკიცე და სიძლიერე ბრძოლაში?
- რა წოდება მიენიჭა გრიგოლს?
- როდის, რა ასაკში გაიგო გრიგოლის დედამ რომ შვილი ცოცხალი იყო?
- სად მიიცვალა გრიგოლის დედა?
- სად გაიქცნენ მეორედ თეოდორე და ქრისტეფორე?
- რომელი ტაძარი ააშენა თეოდორემ?
- რომელი ტაძარი ააშენა ქრისტეფორემ?
- დაასახელეთ წიგნი, რომელიც გრიგოლმა დაწერა
- ისაუბრეთ წიგნის შინაარსობრივ მხარეზე
- რა იცოდა გრიგოლმა ზეპირად?
- რომელი ტაძრის ეპისკოპოსი გახდა ეფრემი და რამდენი წელი ?
- დაასახელეთ ადგილი სადაც არსენი უნდა გამხდარიყო კათალიკოსი
- რის სამკვიდროდ არის ეს ადგილი მოხსენიებული?
- რატომ განუდგნენ არსენს ეპოსკოპოსები?
- ვინ იყო მირიანზე ნაწყენი?
- ვინ ვის უწოდა უდაბნოს ვარსკვლავი?
- სად შეიკრიბნენ ეპისკოპოსები რომ გადაეწყვიტათ არსენის კათალიკოსობის ამბავი?
- რა ერქვა ბერის ქუდს?
- ეფრემის თქმით, როგორია გრიგოლის სიტყვები(არსენის გაკათალიკოსების დროს)
- ჯავახეთის საეკლესიო კრებაზე ვინ წარმოთქვა ეს სიტყვები: „წმინდანო მამანო, ეპისკოპოსნო და მეუდაბნოენო,იცით ყველა კანონი შჯულისაი რამეთუ არა ბრძანებს ეპისკოპოსისა და კათალიკოსისა მძლავრებით დაჯდომასა“
- ვინ დაიწყო საკიცხავი სიტყვებით საუბარი არსენის გგაკათალიკოსებისას?
- ვისი ნებით გახდა არსენი კათალიკოსი?
- ვისი მოღვაწეობით დაიწყო საქართველოში მირონის კურთხევა?
- სად იკურთხებოდა საქართველოში მირონი?
- რას ნიშნავს „კვრიელსონ“?
- გაიხსენეთ ეფრემის სასწაულმოქმედებანი
- ვინ განაახლა არტანუჯი?
- ვის მიერ იყო არტანუჯი დანგრეული?
- ვისთვის აღადგინეს არტანუჯი?
- რას ნიშნავს მტერი?
- რა სთხოვა გრიგოლმა სიძვის დიაცს?
- რას ნიშნავს მხევალი?
- განმარტეთ წამისყოფითა მოძღურისა
- რაში ადანაშაულებს გრიგოლი სიძვის დიაცს?
- ვის უქმნის სიძვის დიაცი საფრთხეს?
- რა არის ხამლი?
- რა არის საბელი?
- ვის ჩააბარა სიძვის დიაცი გრიგოლმა?
- აშოტის თქმით, ვინ იყო სიძვის დიაცი?
- სულითა ძლიერთა კაცთა სძლიეს.ვინ არიან სულიერად ძლიერები?
- რომელი დაავადებებისაგან კურნავდა გრიგოლი ხალხს?
- რისი მეტაფორაა იფქლი?
- ვინ იყო ღვარძლი?
- რომელ ტაძარში გახდა ცქირი ეპისკოპოსი?
- ვინ ამხილა ცქირი პირველად?
- ვინ დაიქირავა ცქირმა და რატომ?
- რა აღუთქვა ცქირმა ლიბრს?
- რა იარაღით უნდა მოეკლათ გრიგოლი?
- ვის ლოცვებს წარმოთქვამდა გრიგოლი როდესაც ლიბრს უნდა მოეკლა?
- როგორ წარმოთქვამდა ამ ლოცვებს?
- რამ გააოცა ლიბრი?
- რატომ არ ისროლა ისარი?
- ლიბრის თქმით ვის უნდა დამსგავსებოდა გრიგოლი?
- რა დაავადებისაგან განკურნა გრიგოლმა ლიბრი?
- რომელი ტაძრის დანგრევა დაავალა ანჩის გაეპისკოპოსებულმა ანჩელებს?
- რატომ არ დაარღვიეს?
- რამდენი წლისა მიიცვალა გრიგოლი?
- სად ატარებდა ყველაზე მეტ დროს გრიგოლი?
- სად სურდა გრიგოლს აღსრულებულიყო?
- განმარტეთ ოხჭანი?
- გრიგოლის თქმით,როგორ უნდა ეცნოთ მისი მოწაფეები?
- როგორი მსხვერპლი გაიღეს გრიგოლმა და მისმა ძმებმა?
- შატბერდიდან ხანძთას მიმავალი გრიგოლი სად ისვენებს?
- ვისთან ერთად გაათია გრიგოლმა ღამე ვენახში მდებარე პატარა სახლში?
- წელიწადის რა დროს მიიცვალა გრიგოლი?
- სადაური ძმა შემოუერთდა გრიგოლსა და ზენონს?
- რას საქმიანობდნენ ღამე ვენახში მდებარე პატარა სახლში?
- რა სასწაული მოავლინა ღმერთმა?
- საიდანაა ციტატა: „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა“?
- გათენების შემდეგ სად მიდის გრიგოლი?
- რომელი მოწაფე დაემსგავსა სათნოებით გრიგოლს?
- რა არის ზღუდე?
- რა გაუგზავნა გრიგოლმა უდაბნოს ყველლა მონასტერს?
- გაიხსენეთ რა შეუთვალა მეუდაბნოე ბერებს
- რომელ წმინდანს არის შედარებული გრიგოლი?
- სად უნდა დაეკრძალათ გრიგოლი?
- დაასახელეთ გრიგოლის გარდაცვალების წელი
- რომელ წელს დაიწერა ნაწარმოები?
- გამოთვალეთ რომელ წელს უნდა დაბადებულიყო გრიგოლი
- ვინ დაეხმარა გიორგი მერჩულეს ნაწარმოების შექმნაში?
- ადარნესე ცოლის ღალატისა და დასჯის გამო დაისაჯა და ავტორი გვეუბნება რომ ,,სენი ტეხისაი წრდილი,“რა დაავადებაზეა საუბარი?
- ადარნესემ ვინ გაგზავნა მეუღლესთან პატიების სათხოვნელად?
- გაიხსენეთ ადარნესეს მეუღლის სახელი
- აფხაზეთში ადარნესეს მეუღლეს ემოსა ,,წმიდაი სქემაი“-რა არის სქემაი?
პასუხების ფურცელი -„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“

0 კომენტარები:
Post a Comment