ბოლო სიახლე

მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია


   საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებმა სწავლების პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე კონფერენცია გამართეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ევროპული სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოხსენებები 70-ზე მეტმა მასწავლებელმა წაიკითხა.
განსახილველ საკითხებს შორის იყო:
    ·       საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება გაკვეთილზე;
    ·       საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება საპროექტო მუშაობისას;
    ·       შეფასების ელექტრონული სისტემა.
სასწავლო მეთოდური კონფერენციას სახელწოდებით „საინფორმაციო ტექნოლოგიები სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის“ ქართულის, მათემატიკის, ისტორიის, ხელოვნებისა და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები ესწრებოდნენ.

კონფერენციისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კონსულტანტებმა 250-მდე მოხსენებიდან 72 საუკეთესო შეარჩიეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს ევროპული სკოლის დირექციისგან სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

















რეკომენდირებული × +

0 კომენტარები:

Post a Comment