დ.კლდიაშვილი „სამანიშვილის დედინაცვალი“
- რა „ჰქონია საწყენად“ სამანიშვილების ოჯახს?
- ვისთან წავიდა პლატონი,რომ სადედინაცვლოს მოძებნაში დახმარებოდა?
- რა იფიქრა დასთან მიმავალმა პლატონმა,როდესაც გზაში მგზავრს წამოეწია?
- რა პროფესიისა იყო გვერდევანიძე?
- ვინ ამბობს: „ჩვენთან რა უნდა მწუხარებას?ჩვენ თავს არავის დავატყვევებინებთ.“
- ვის ახასიათებს ავტორი:„სწორედ გონიერი კაცი იყო,შეგნებული და ეგ იყო მიზეზი,რომ მის ოჯახში ყოველივე თავთავის რიგზე იყო.“
- ვისთან იჩხუბა კირილემ შაფათაძეების ქორწლში?
- არისტოს სიტყვით სად ცხოვრობდა მამიდამისი,რომელსაც პლატონს სადედინაცვლოდ სთავაზობდა?
- რომელ დიალექტზე წერს დავით კლდიაშვილი?
- რა იყო ბეკინა სამანიშვილის წლიური შემოსავალი?
- რას ტრაბახობდა აზნაური ბეკინა სამანიშვილი?
- რატომ უხდიდა მადლობას პლატონი ზეციურ მამას?
- რა ერქვა ჯიმშერ სალობერიძის ცოლს?
- გარდა პლატონისა ვის არ უწევს ანგარიშს არისტო?
- რატომ დაეძებდა არისტო ქვაშავიძე ჯიმშერ სალობერიძის ცოლს?
- გაყრის შემდეგ სად დაწყო ცხოვრება პლატონმა?
- შვილის დაბადების შემდეგ რამდენი წელი იცხოვრა ბეკინამ?
- „აღარც ღობე შეარჩინა,აღარც საზღვარი,აღარც ადგილი“,ვინ ვისზე ამბობს?
- პლატონის თქმით რით შეიძლება ქვეყნის და ხალხის ხსნა?
- როგორი ჟანრის ნაწარმოებია„სამანიშვილის დედინაცვალი?“
- რომელი მხატვრული ხერხია:„ტვინი წისქვილის ბორბალივით მოუსვენრად ბრუნავდა,რომ რამე ხერხი მოეგონა.“
- რომელი მხატვრული ხერხია:„ამ მშვენიერ დილას თითქოს სწადდა,დაკარგული ძალ-ღონე დაებრუნებინა ყმაწვილთათვის.“
- რომელი მხატვრული ხერხით ახასიათებს ავტორი გვერდევანიძეს „წვერებმოპარსული,კიზიროკქუდიანი,ქოლგით იღლიის ქვეშ,წითური სახის კაცი.“
- ერთადერთი ვინ ეხმარებოდა ბავშვის ყოლის შემდეგ ელენეს?
- რისთვის გაუჩენია ღმერთს კირილეს თქმით მიმინოშვილები?
პასუხების ფურცელი -„სამანიშვილის დედინაცვალი“
- მელანოს ხშირი შვილოსნობა
- თავის და დარიკოსთან
- ეწყინა,რადგან ცხენზე უნდა შემჯდარიყო
- ადვოკატი
- კირილე
- ჯიმშერ სალობერიძე
- კოსტასთან
- ქვედურათში
- იმერული
- 30 ურემი სიმინდი,40 ჩაფი ღვინო,10 ბათმანი ლობიო
- გამოულეველ სარჩოზე
- რომ შემცილებელი არავინ გაუჩინა მის ღარიბულ ლუკმას
- სალომე
- თვითონ მამიდას,რომელსაც ძალიან რცხვენია გათხოვების
- რათა სალომესაც ექო მამიდა ელენე
- სამზარეულოში
- ხუთი წელი
- ელენე პლატონზე
- ჩხუბით თუ გაიწმინდებოდა ცოტა ქვეყანა
- ტრაგიკომედია
- შედარება
- გაპიროვნება
- ეპითეტი
- მელანო
- ქეიფისა და დროსტარებისთვის
0 კომენტარები:
Post a Comment