იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“
- რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა იაკობ ხუცესი?
- ხუცესი ანუ?
- რომელი სოფლიდან(დაბიდან) იყო ხუცესი?
- ვინ იყო საქართველოს მეფე იაკობ ხუცესის მოღვაწეობისას?
- რომელი ჟანრის ნაწარმოებია „შუშანიკის წამება?“
- პიტიახში ანუ?
- ვინ იყო საქართველოს დამპყრობელი ამ პერიოდში?
- ვისი ძე იყო ვარსქენი?
- სად იყო ვარსქენის დედა დაკრძალული?
- რომელ წელს დაიწყო ნაწარმოებში მოქმედება?
- ვინ იყო სპარსეთის მეფე მოცემულ პერიოდში?
- ვისი ასული იყო შუშანიკი?
- რომელი სიტყვა მიგვითითებს,რომ იაკობს შუშანიკზე სხვა ნაწარმოები ჰქონია დაწერილი ან წინა თავები?
- როდის და სად გადაწყვიტა იაკობმა დაეწერა დედოფალზე ნაწარმოები?
- რა არის სვრილი
- ასტამი ანუ?
- ხალენი?
- კუბასტი?
- გირჯაკი?
- კილიკი?
- ავლი?
- ჭიჭნაუხტი?
- რა ემოსა დედოფალს შიგნით და რატომ?
- რა ქვია სულისთვის სხეულის წამებას?
- რა ემოსა დედოფალს გარეთ? საიდან იყო ის ჩამოტანილი?
- ვინ უწოდებს საკუთარ თავს საწუთროს კაცს?
- რას ნიშნავს შუშანიკი?
- რა ვიცით ვარსქენის მშობლებზე?
- სპასპეტი?
- რომელი მხატვრული ხერხია:უბადრუკი,ნეტარი?
- რა ქვია მხატვრულ ხერხს კონტრასტს სხვანაირად?
- რომელ ეპიზოდში გვხვდემა კონტრასტის ნიმუში?
- რას ნისნავს სამგზის საწყალობელი?
- ვინ იყო სამგზის სანატრელი?
- რას ნიშნავს ბუნებითი ცოლი?
- იჯმნა ანუ?
- ვინ ამცნო შუშანიკს ვარსქენის გამაზდიანება?
- ვინ იყვნენ „ზეპურნი დედანი?“
- ტარიგი ნუ?
- ვინ იყო სასახლის ეპისკოპოსი?
- ვინ ამცნო იაკობს ვარსქენის გამაზდიანება?
- ვინ იმყოფებოდა იაკობთან, როცა ვარსქენის გამაზდიანება გაიგო?
- რომელ ტაძარშია დაკრძალული შუშანიკი?
- იაკობთან პირველი შეხვედრის დროს(სახლაკში) შუშანიკი უკმაყოფილებას გამოთქვამს,რატომ?
- რას ნიშნავს ხვაშიადად-რე?
- ვისი სიტყვებია „არა დამონებულ არს ძმაი გინა დაი,არამედ განეყარნენ.“
- ვისი თანამზრახველი იყო სპარსი?
- რისთვის მივიდა სპარსი დედოფალთან?
- რას მიუხვდა დედოფალი სპარსს?
- „წარიწყმიდე თავი შენი“-განმარტეთ
- რაში ადანაშაულებს ვარსქენი შუსანიკს?
- „დევნი შემოიხუენ“-რას ნიშნავს დევები?
- შუშანიკი ჯოჯიკს ეუბნება:„შენ ჯოჯიკ, არღარა ჩემი მაზლი ხარ“...რატომ უთხრა ეს?
- რა წაიღო სახლაკიდან დედოფალმა სასახლეში?
- იაკობი წერს:„მგელი იგი“-ვის გულისხმობს?
- რომელი მხატვრული ხერხია„მგელი იგი?“
- რას ნიშნავს:„დღენი უზმასა გარდაევლინენ?“
- უჯერო ანუ?
- დაუბუშტა ნიშნავს?
- იზახდა ვითარცა ცოფი,რას ნიშნავს ცოფი?
- ვიხილე „ხატი დაბრძანებული“,რას ნიშნავს ხატი?
- ვინ გამოუგზავნა დედოფალს ჩუმად საჭმელი?
- „იაკობ მანდ არსა?“-ვინ თქვა?
- სად წვიდა სამკაულების გამორთმევის შემდეგ ვარსქენი?
- ვინ თხოვა ვარსქენს,რომ შუშანიკისთვის არაფერი ეთქვა დიდმარხვის დღეებში?
- ვის ადანაშაულებს ვარსქენი ცოლთან განშორებაში?
- ვის უხეთქა ვარსქენმა კუერთხი და რატომ?
- რამდენჯერ სცეს კუერთხი შუშანიკს?
- ვინ თქვა მტკი?
- ვის უბრძანა ვარსქენმა შუშანიკის წაყვანა საპყრობილეში?
- რას ნიშნავს უხამური?
- რას ნიშნავს სენაკაპანი?
- „ჯმნულცა ვარ მე თქვენგან“-როგორ გესმით ამ სიტყვების მნიშვნელობა?
- რას აკეთებს ხალხი,რომელიც შუშანიკს საპყრობილეში აცილებს?
- ვინ გააცილა შუშანიკი საპყრობილეში?
- საპყრობილეში მყოფი შუშანიკი ვარსქენს ეუბნება:„მე ამას მხიარულ ვარ“,რადგან ...რატომ?
- მუნ ნიშნავს იქ,რა იგულისხმება მუნში?
- რა დროის გასვლის შემდეგ კითხულობს საპყრობილეში მყოფ დედოფალს ვარსქენი?
- რა არ უნდა შეეტანათ ვარსქენის დავალებით შუშანიკთან მცველებს?
- რა არის საკვრელი?
- ვის სძლად მოიხსენიებენ შუშანიკს?
- სად მიდის ვარსქენი შუშანიკის საპყრობილეში ჩაგდების შემდეგ?
- სანამდე სდია ჯოჯიკმა ვარსქენს, რათა ნებართვა მიეღო შუშანიკისთვის ბორკილების ახსნისა?
- რას ნიშნავს მღვძარება?
- რა ერქვა 150 ფსალმუნს?
- შუშანიკზე წერენ:„არამედ სახელიცა მათი სძაგდა სმენად“-ვისი სახელი სძაგდა?
- რა არის კარაული?
- ვარსქენმა შუშანიკს შეუთვალა, თუ სასხლეში არ დაბრუნდები ჩორდ გაგაგზავნიო, რატომ შეუთვალა ეს?
- ვისი პირით შეუთვალა?
- ჩარადოვანი რას ნიშნავს?
- ხორშაკნი ანუ?
- V საუკუნეში რას ნიშნავდა მედგარი?
- მხევალი ანუ?
- პალატი იყო?
- ჩამოთვალეთ რაში ადანაშაულებს შუშანიკი ვარსქენს?
- ჯოჯიკის შემდეგ ვინ მოინახულა შუშანიკი?
- ნავთსადგური ქრისტეისი-რა იგულისხმება?
- ვინ მოიტანა სუდარა?
- ვინ იგულისხმება ზესკნელის დაუღვლილ ხარებში?რატომ?
- სადაური სიტყვაა ამენ?
- რა არის კერეონი?
- როდის გარდაიცვალა შუშანიკი?
- რისი სიმბოლოა ბუნების აღწერა „ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებ შემწუელი იგი მხურვალებაი მზისაი,ქარნი...“
- რისი სიმბოლოა ხიდი?
- რატომ ედო თავი დედოფალს ალიზზე?
- გაიხსენეთ და დაწერეთ მაზდეანობის სინონიმები
პასუხების ფურცელი -„შუშანიკის წამება“
- V საუკუნე
- მღვდელი~
- დაბა ცურტავიდან
- ვახტანგ გორგასალი
- ჰაგიოგრაფია,მარტვილობა
- ერისმთავარი
- სპარსეთი
- არშუშა
- ურდში
- 467(459+8)
- პეროზი
- სომეხი მხედარმთავრის ვარდან მამიკონიანის ასული
- ვითარცა იგი ვთქუთ
- სახლაკში,წმინდა კაციდან მობრუნებული
- კანის დაავადება
- რკინის საჩხრეკი ჯოხი
- ქურთუკი,ტყავის მოსასხამი
- შუბლსაკრავი ან ტანსაცმელი,რომელზეც გამოსახულია ქრისტიანული სიმბოლოები
- ძველი ნაბადი
- ბეწვიანი ტყავის ნაგლეჯი
- ფერფლი
- აბრეშუმის ხელსაქმე
- ძაძა,რათა სხეული ეტანჯა სულის გადასარჩენად
- ასკეტიზმი
- ანტიოქიის პალეკარტე
- ჯოჯიკი
- შროშანს
- არშუშა ყოველთვის იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი,რომელიც ,აშენებდა ეკლესიებსა და სამარტვილეებს,სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა
- მხედარმთავარი
- ეპითეტი
- დაპირისპირება
- შუშანიკი როცა საუბრობს ვარსქენის ავ და მამამისის კეთილ საქმეებზე
- მამაღმერთის,ძე ღმერთისა და სულიწმიდისაგან შესაბრალისი
- შუშანიკი
- კანონიერი,ადათ-წესებით შერთული ცოლი
- გამოეთხოვა
- დესპანმა
- თავადაზნაურთა ცოლები
- სასახლე
- აფოცი
- დიაკონმა
- წმინდა კაცი,აფოცი,დიაკონი
- მეტეხი
- მარტო დარჩა ვარსქენის წინააღმდეგ საბრძოლველად
- გულისნადები
- პავლე მოციქულის
- ვარსქენის
- უნდოდა ნეტარის გულის მოგება
- მზაკვრობას
- თავი დაიღუპე
- ოჯახის,კერის შეურაცხყოფაში
- ეშმაკები,უწმიდურები
- რადგან თქვენც ვარსქენის მხარეს გადახვედით და მაიძულებთ მასთან ყოფნას,რაც სიკვდილთან მიმაახლოებს
- ევანგელეი და წმინდაი წიგნი მოწამეთანი
- ვარსქენს
- მეტაფორა
- უჭმელი
- გაუგონარი,შეურაცხმყოფელი
- გაუსივა
- გიჟს
- სახე
- სამოელ და იოვანე ეპისკოპოსებმა
- ყრმაი,ანუ ყმაწვილმა
- ჰონების წინააღმდეგ საბრძოლველად
- ახლობელმა
- აფოცს
- ერთ-ერთ ხუცს,რადგან მან უთხრა რატომ აგინებ დედოფალს და აფოცსო
- 300-ოდენ(300-მდე)
- დიაკონმა
- ერთ-ერთ სენაკაპანს
- ფეხშიშველი
- მეფის,დიდებულის კარის მცველი
- განშორებული ვიქნები მე თქვენგან
- ტირის,ლოყებს იკაწრავს
- დედებმა,მამებმა,ახალგაზრდებმა და მოხუცებმა
- აქ დავიტანჯები,იქ კი განვისვენებ
- სასუფეველში
- 3 კვირის შემდეგ
- საჭმელი
- ბორკილები
- ქრისტეს სძლად
- ჩორდ წარემართა
- ჰერეთამდე
- მუდამ ფხიზლობდა(აქ სულიერი სიფხიზლეც იგულისხმება)
- ასერგასისნი
- შვილების
- ვირი
- თითქოს იქ გაათხოვებდა,ამით უნდოდა დაეშინებინა სასახლეში მოებრუნებინა
- მოციქულის
- დამუწუკებული
- ცხელი ქარი
- ზარმაცობა
- მსახური ქალი
- სასახლე
- დროზე ადრე დააჭკნო მისი ყვავილი,დროზე ადრე ჩააქრო მისი სიცოცხლე...
- სამოელ და იოვანე ეპისკოპოსებმა
- ზეციური სასუფეველი
- იოვანემ
- აფოცი და იოვანე,რადგან ისინი ერთად გალობდნენ,ერთად კითხულობდნენ ფსალმუნებს და ერთად გააპატიოსნეს შუშანიკი
- ებრაული და ნიშნავს ჭეშმარიტად
- დიდი სანთელი
- დღით ხუთშაბათს,475 წლის 17 ოქტომბერს
- ჯოჯოხეთი
- იმქვეყნიურისა და ამქვეყნიურის გასაყარი
- ამქვეყნადვე დაეწყო უფლის გზაზე ასვლა
- ცეცხლთაყვანისმცემლობა, მოგვობა, ატროშანი, ზოროასტრიზმი
0 კომენტარები:
Post a Comment